უკრაინის პრემიერი არსენი იაცენიუკი რუსეთის ხელისუფლებას მიმართავს და უკრაინაში შექმნილი კრიზისის დარეგულირების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას სთავაზობს.
„ჩვენ ვთხოვთ და მოვუწოდებთ რუსეთის ხელისუფლებას დააბრუნოს თავისი ჯარი ყაზარმებში, არ დაუჭიროს მხარი ყირიმის ე.წ. ხელისუფლებას და დაიწყოს მოლაარაკებები მშვიდობიანი დარეგილირებისათვის",_ განაცხადა იაცენიუკმა ბრიუსელში გამართულ მოლაპარაკებებზე.
მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყირიმი იყო არის და იქნება უკრაინის განუყოფელი ნაწილი და არავითარ რეფერენდუმს არავითარი კანონოირი საფუძველი არ აქვს.
„ეს უკანონო გადაწყვეტილებაა და ე.წ. რეფერენდუმს არავითარი კანონიერი საფუძველი არ აქვს. მე მოვუწოდე რუსეთის ხელისუფლებას არ დაუჭიროს მხარი მათ ვინც სეპარატიზმს ქადაგებს. ყირიმი იყო არის და იქნება უკრაინის განუყოფელი ნაწილი",_ განაცხადა იაცენიუკმა.