აშშ -მ რუსი ჩინოვნიკებისა და ფიზიკური პირების მიმართ, რომლებსაც უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისათვის საფრთხის შემცველად მიიჩნევს სანქციები აამოქმედა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია თეთრს სახლზე დაყრდნობით ავრცელებს.
„პრეზიდენტის დავალებით დღეიდან სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ამოქმედდება სავიზო სანქციები რიგი ჩინოვნიკებისა და ფიზიკური პირების მიმართ",_ ნათქვამია განცხადებაში და აღნიშნულია და ბარაკ ობამამ ბრძანებას ხელი უკვე მოაწერა.