ყირიმის ვიცე -პრემიერი რუსტამ ტემირგალიევი აცხადებს, რომ ერთადერთი კანონიერი ძალა ყირიმის ტერიტორიაზე რუსეთის შეიარაღებული ძალები არიან.
„გადაწყვეტილება ყირიმის რუსეთის ფედერაციაში შესვლასთან დაკავშირებით უკვე ძალაში შევიდა, რეფერენდუმი კი მხოლოდ მის დასადასტურებლად არის საჭირო.
ყირიმი რუსეთის ტერიტორია გახდა", _ აცხადებს რუსტამ ტემირგალიევი.
რუსტამ ტემირგალიევი აცხადებს, რომ უკრაინელ სამხედროებს შესთავაზებენ ან ფიცი ხელახლა დადონ ან უსაფრთხოდ დატოვონ ყირიმის ტერიტორია.
ტემირგალიევი აცხადებს, რომ ყირიმსა და რუსეთს ფედერაციას შორის ამჟამად შეთანხმება მზადდება.
„რა თქმა უნდა ჩვენ რუბლის ზონაში ვიქნებით", - განაცხადა ტემირგალიევმა.