უკრაინის უმაღლესი რადის მოვალეობის შემრულებელი ალექსანდრე ტურჩინოვი აცხადებს, რომ ყირიმის ხელისუფლება არალეგიტიმურია და ისინი გადაწყვეტილებების „ნაღმმტყორცნების ლულის ქვეშ" იღებენ. განცხადება ამის შესახებ ალექსანდრე ტურჩინოვმა ყირიმში შექმნილი ვითარების გამო ნორვეგიისა და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
მან აღნიშნა, რომ სერგეი აკსენოვი, ყირიმის არალეგიტიმური პრემიერია, ვინაიდან ქვეყნის კონსტიტუციის მიხედვით ყირიმის პრემიერს ქვეყნის პრეზიდენტი ნიშნავს, მას კი ამგვარი გადაწყვეტილება არ მიუღია.