შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე უკანონო მოსმენების შესახებ არასამთავრობოების კამპანიის "ეს შენ გეხება! ისევ გვისმენენ!" დაწყებას ეხმიანება და აცხადებს, რომ საქართველოში უკანონოდ არაფერი ხდება,
"მინდა დაგარწმუნოთ, რომ უკანონოდ არაფერი ხდება და ნებისმიერი საქართველოს მოქალაქე გრძნობს, რომ მათი უფლებები არ იზღუდება, პირიქით შს სამინისტრო ხშირ შემთხვევაში ადამიანის უფლებათა და მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობათა დამცველია და აღნიშნულის თქმის საფუძველი არ გააჩნიათ. მე არ ჩავუღრმავდები, მაგრამ, როდესაც რეალურად ამის ფიქრის საფუძველი იყო, რატომღაც მაშინ გარკვეული ადამიანები დუმდნენ. - განაცხადა ჭიკაიძემ.
არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილმა "ეს შენ გეხება! ისევ გვისმენენ!" კამპანია კვლავ განაახლეს. ორგანიზატორების განცხადებით, კამპანიის მიზანია ფარული მიყურადებისა და თვალთვალის სფეროში არსებული სტატუსკვოს შეცვლა და სისტემური გარანტიების შექმნა იმისთვის, რომ გამოირიცხოს სამართალდამცავი უწყებების თვითნებობა ამ მიმართულებით.