რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით რუსეთის უშიშროების საბჭოს ოპერატიული სხდომა ჩაატარა.
ვლადიმერ პუტინის პრესმდივნის ალექსეი პესკოვის ინფორმაციით, ოპერატიულ სხდომას ესწრებოდნენ: პრემიერი დიმიტრი მედვედევი, ზედა პალატის თავმჯდომარე ვალენტინა მატვიენკო, დუმის თავმჯდომარე სერგეი ნარიშკინი, პრემლის ადმინისტრაციის უფროსი სერგეი ივანოვი, უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი, შს მინისტრი ვლადიმერ კოლოკოლცევი, თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ნიკოლაი ბორტნიკოვი და უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი ბორის გრიზლოვი.
პესკოვის თქმით, საბჭოზე უკრაინაში შექმნილი მდგომარეობა და ყირიმში შექმნილი ვითარება, ასევე ყირიმიდან გამოგზავნილი მიმართვა განიხილეს.