საკრებულოში თბილისის ბიუჯეტის პროექტის გასაცნობად თბილისის მერის მოადგილე პაპუნა პეტრიაშვილი მივიდა. როგორც ჟურნალისტებთან პეტრიაშვილმა განაცხადა მერია მიესალმება საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებას ბიუჯეტის პროექტის საკუთარი ვერსიის შემუშავების შესახებ.
,,მივესალმებით საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით, შეიცვალა პოზიცია საკრებულოს უმრავლესობის მხრიდან და როგორც ჩანს, ბიუჯეტის დამტკიცებას აპირებენ. ჩვენ გავეცნობით საკრებულოს დაუღალავი შრომის შედეგადა შედგენილ ბიუჯეტს და ამის შემდეგ ბიუჯეტი თუ რეალური იქნება, მხარს დაუჭერთ', -განაცხადა პაპუნა პეტრიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულომ ბიუჯეტის პროექტის საკუთარი ვერსია შეიმუშავა, რომელიც დედაქალაქის მერიას რეგულაციებს უწესებს.
ამის შესახებ, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შიხიაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ თბილისის საკრებულო ყოველთვის იჩენდა პრინციპულობას და იყო შეუვალი იმ საკითხში, რომ დედაქალაქის ბიუჯეტი თბილისელებზე ყოფილი ორიენტირებული და მორგებული.