ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური მიიჩნევს, რომ უკრაინაში მიმდინარე პროცესები ქართულ ეკონომიკაზე ნეგატიურად არ არ აისახება და ქართველი მეწარმეები უკრაინულ ბაზარს არ დათმობენ.
"ჩემი აზრით, ქართველი მეწარმეები არ დათმობენ უკრაინულ ბაზარს და მიუხედავად ლოკალური წინააღმდეგობებისა, უკრაინულ ბაზარზე დარჩება ქართული პროდუქცია", - განაცხადა მთავარობის სხდომის დასრულების შემდეგ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.