დონეცკში თვითგამოცხადებული პრორუსი „სახალხო გუბერნატორი" პაველ გუბარევი და საქალაქო ადმინისტრაციის შენობის 70 მოიერიშე დააპატიმრეს. ინფორმაციას ამის შესახებ „რადიო სვობოდა" სამართალდამცავ ორგანოებში მყოფ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
აღსანიშმავია, რომ ამ კვირაში უკრაინის უშიშროების საბჭომ დონეცკელი სეპარატისტების ლიდერის წინააღმდეგ საქმე აღძრა. არაოფიციალური მონაცემებით, სამართალდამცავმა ორგანოებმა ადმინისტრაციის შენობაზე კონტროლი დაამყარეს და მასზე უკრაინის სახელმწიფო დროშა დაამყარეს. ასევე რუსული დროშებისაგან „გაწმინდეს" დონეცკის მთავარი მოედანი.
ამავე დროს, ასევე ღამით, პრორუსულმა რადიკალებმა რეგიონალური ტელეარხის „დონბასის" ხელში ჩაგდება სცადეს, თუმცა მათი მცდელობები წარუმატებელი გამოდგა.