სევასტოპოლი უკრაინაში 25 მაისს დანიშნულ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. ინფორმაციას ამის შესახებ „ლენტა.რუ" „ForPost"-ზ დაყრდნობით ავრცელებს. მათი ინფორმაციით, განცხადება ამის შესახებ ქალაქის სიცოცხლისუნარიობის უზრუნველყოფის სამსახური უფროსმა ალეკსეი ჩალიიმ ვეტერანებთან შეხვედრაზე გააკეთა.
მან აღნიშნა, რომ არჩევნები „არალეგიტიმური ხელისფლების მიერ არის თავს მოხვეული".
„ჩალიის ეს სიტყვები დამსწრე საზოგადოებამ აპლოდისმენტებით მიიღო",_ ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ჩალიი ქალაის მეთაურად სევასტოპოლში 23 თებერვალს გამართულ მიტინგზე გამოაცხადეს. თავდაპირველად ქალაქის ადმინისტრაციამ ეს გადაწყვეტილება უკანონოდ ჩათვალა, შემდეგ კი სევასტოპოლის სიცოცხლისუნარიობის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსად დანიშნა.