რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ჯონ ქერის და დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებს საფრანგეთში, საერთაშორისო კონფერენციაზე შეხვდა.
პარიზში ასევე იმყოფებოდნენ უკრაინის წარმომადგენლები, თუმცა სერგეი ლავროვმა მათთან შეხვედრაზე უარი განაცხადა.
როგორც ცნობილია, რუსეთი კიევში ამჟამად არსეულ ხელისუფლებას არალეგიტიმურს უწოდებს და მოითხოვს, რომ 21 იანვარს ოპოზიციის ლიდერებსა და ყვეყნის ყოფილ პრეზიდენტს ვიქტორ იანუკოვიჩს შორის ხელმოწერილი შეთანხმება ყველა დანარჩენი შეთამხმების ათვლის წერტილი გახდეს.
„მინდა რეალისტი ვიყო, ეს ხისტი და მძიმე მოლაპარაკებებია და ზალიან სერიოზული მომენტია, მაგრამ მე ვამჯობინებდი იმას სადაც დღეს ვართ ჩვენ, იმას სადაც გუშინ ვიყავით",_ განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა არ დაირღვევა.
„ჩვენ არ მივცემთ საშუალებას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი დაარღვიოს",_ განაცხადა ქერიმ.
მოლაპარაკებებზე ვერავითარი თანხმობა მიღწეული ვერ იქნა.