ევროკავშირმა 18 უკრაინელი პოლიტიკოსის წინააღმდეგ სანქციების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო. ეს პოლიტიკოსები სახელმწიფო სახსრების გაფლანგვასა და ადამიანის უფლებების დარვევაში არიან ეჭვმიტანილნი. ინფორმაციას ამის შესახებ „ბი-ბი-სი" ავრცელებს.
სანქციები დაწესდება ქვეყნის ექს-პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩისა და მის უახლოესი თანამებრძოლების წინააღმდეგ, რომელთა შორისაა ყოფილი პრემიერი ნიკოლაი აზაროვი, ყოფილი შს მინისტრი ვიტალი ზახარჩენკო, ყოფილი იუსტიციის მინისტრი ელენა ლუკაში. სანქციების ქვეშ ასევე ხვდება იანუკოვიჩის შვილი.
ამავდრულად, უკვე ცნობილია, რომ დიდმა ბრიტანეთმა, ავსტრიამ, შვეიცარიამ და ლიხტენშტეინმა უკრაინელი პოლიტიკოსების ანგარიშები გაყინეს.
მასალის გამოყენების პირობები