რუსმა სამხედროებმა ყირიმში უკრაინელი სამხედროების ბლოკირება გააძლიერეს და სანგრების თხრა დაიწყეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
„დღეს ღამით რაღაც დროის განმავლობაში ბლოკირება თითქოს შეასუსტეს და სამხედრო ნაწილებთან ე.წ. ყირიმის თავდაცვის ნაწილები დარჩნენ. მაგრამ შემდეგ გამთენიისას შეიარაღებული პირები ყოველგვარი ამოსაცნობი ნიშნების გარეშე ძველ პოზიციებზე დაბრუნდნენ და კიდევ უფრო ინტენსიური სამზადისი და პოზიციების გამაგრება დაიწყეს. ისინი სანგრებს თხრიან",_ იუწყება უკრაინული მედია.
მასალის გამოყენების პირობები