ნატო რუსეთთან რიგ პრაქტიკულ და სამხედრო თანამშრომლობას შეაჩერებს და უკრაინასთან თანამშრომლობის ინტენსიფიცირებას მოახდენს. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ჩვენ შევწყვიტეთ რუსეთთან ჩვენი ერთობლივი მისიის დაგეგმვა - ქიმიური იარაღიანი ამერიკული ხომალდის საზღვაო თანხლება. ასევე, გადავწყვიტეთ არ გავმართოთ რუსეთთან არავითარი სამოქალაქო და სამხედრო დონის შეხვედრები. ჩვენ გადავხედავთ ნატო-რუსეთის თანამშრომლობას. ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები ამის შესახებ გადაწყვეტილებას აპრილის დასაწყისში მიიღებენ", - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ნატო მოახდენს ურთიერთობის ინტენსიფიცირებას უკრაინასთან და გაამყარებს თანამშრომლობას დემოკრატიული რეფორმების გასატარებლად.
მისივე თქმით, სავარაუდოდ, უკრაინა ნატოს მრავალეროვნულ პროექტებში ჩაერთვება, რომელიც მიმართულია თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისკენ.
რასუსენმა აღნიშნა, რომ ნატო არ დახურავს რუსეთტან პოლიტიკური დიალოგის არხებს ელჩების დონეზე.
მასალის გამოყენების პირობები