ყირიმში უცნობმა პირებმა უკრაინის სასაზღვრო სამსახურის პირად შემადგენლობასთან მუშაობის დეპარტამენტის დირექტორი, მიხაილ კოვალი გაიტაცეს.
„არის საფუძველი ვისაუბროთ, რომ ის უცნობმა პირებმა გაიტაცეს", - განაცხადა სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის უფროსის თანამშემწემ სერგეი ასტახოვმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ საქმეში ჩართულია სამართალდამცავი ორგანოები და დაწყებულია გამოძიება.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსმა ბაიკერებმა კოვალის ავტომაქანა გააჩერეს, დაუჭრეს საბურავები და გაიტაცეს დეპარტამენტის დირექტორი.
მასალის გამოყენების პირობები