უკრაინაში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს 30 ნოემბრიდან დაიღუპა და გარდაიცვალა 99 ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„შს სამინისტროს ჰოსპიტალში დღეს ერთი ადამიანი გარდაიცვალა",_აცხადებს ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური.
დღევანდელი მონაცემებით სულ სამედიცინო დახმარების ბრიგადებს კიევში მიმდინარე არეულობების მონაწილე 1039 ადამიანმა მიმართა. მათგან 676 ჰოსპიტალიზებულია.