რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ რუსი სამხედროები ყირიმში არ არიან.
ამასთან ერთად, შოიგუ პროვოკაციას უწოდებს ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოს, რომელზეც ჩანს, რომ სამხედრო მოსამსახურეები, ყოველგვარი ამოსაცნობი ნიშნების გარეშე, რომლებიც უკრაინის ტერიტორიაზე იმყოფებიან აღიარებენ, რომ ისინი რუსეთიდან ჩავიდნენ.
„ეს რა თქმა უნდა პროვოკაციაა",_ აცხადებს შოიგუ და ვიდეორგოლთან დაკავშირებით აღნიშნავს: „სრული სისულელეა".
ჟურნალისტის მიერ კიდევ, ერთხელ, დასაზუსტებლად დასმულ კითხვაზე არიან თუ არა რუსი სამხედროები ყირიმში შოიგუმ უპასუხა: „არა, აბსოლუტურად".