რუსეთის პარლამენტის ზედა პალატაში მუშავდება კანონპროექტი, რომელიც რუსეთის მიმართ სანქციების დაწესების შემთხვევაში ამერიკული და ევროპული კომპანიების ქონების, აქტივებისა და ანგარიშების კონფისკაციას ითვალისწინებს. განცხადება ამის შესახებ საკონსტიტუციო კანონმდებლობის კომიტეტის თავმჯდომარემ ანდრეი შლიშასმა გააკეთა.
„კანონპროექტი ითვალისწინებს პრეზიდენტისა და მთავრობის ამ უფლებებით აღჭურვას ჩვენს სუვერენიტეტზე თავდასხმისგან დასაცავად",_ აცხადებს შლიშასი.
მისივე თქმით, ახლა იურისტები სწავლობენ საკითხს თუ რამდენად შეესაბამება ამგვარი კონფისკაცია რუსეთის კონსტიტუციას.
შლიშასი ასევე აღნიშმავს, რომ ამგვარი პრაქტიკა შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს და კვიპროსის მათალითი მოჰყავს. მისივე თქმით, ამგვარი ზომები ცალკე ფედერალურ კანონში აისახება.