ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის თვითგამოცხადებული მთავრობის დელეგაცია მოსკოვში კონსულტაციებზე მიემგზავრება. განცხადება ამის შესახებ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ვლადიმერ კონსტანტინოვმა სიმფეროპოლში გააკეთა.
მისივე თქმით, ყირიმის დელეგაციას თავად კონსტანტინოვი უხელმძღვანელებს.
„ჩვენ მივიღეთ მოწვევა დუმაში სტუმრობის შესახებ. ხუთშაბათს გავემგზავრებით და ჩვენს კოლეგებთან კონსულტაციებს გავივლით",_ განაცხადა კონსტანტინოვმა.