ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოსახლეობისგან ცეცხლსასროლი იარაღის ჩაბარება მოითხოვა.
ინტერნეტგამოცემა “კავკაზსკი უზელის” ინფორმაციით, აღნიშნული მოთხოვნა ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტელევიზიით გააჟღერა და აღნიშნა, რომ მოსახლება უსაფრთხეობის მიზნით ვალდებულია ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან შემორჩენილი იარაღი ჩააბაროს.
მათი ინფორმაციით, მოთხოვნის პარალელურად ოსმა სეპარატისტებმა იარაღის ამოღების ფართომასშტაბიანი ოპერაცია უკვე დაიწყო და იარაღის შენახვის გამო უკვე რამდენიმე ათეული მოქალაქეა დაკავებული.
წინასწარი ინფორმაციით, 100-მდე ერთეული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მათ შორის - 15 ერთეული ამერიკული “M-4~ ამოღებული, რომლებიც რეგიონში რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ დარჩა.
მასალის გამოყენების პირობები