აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი დღეს უკრაინაში არსებულ სიტუაციას პარიზში განიხილავენ. ინფორმაციას ამის შესახებ „რადიო სვობოდა" ავრცელებს.
მათი შეხვედრის ფორმალური საბაბი არის , რომ ორივე მათგანი ლიბანის მხარდაჭერის საერთაშორისო ჯგუფის ფარგლებში გამართულ შეხვედრაში იღებენ მონაწილეობას.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ს პოზიცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით არის ის, რომ რუსეთმა ყირიმში „აგრესიის აქტი" განახორციელა, რუსეთი კი თავის მოქმედებებს „კანონიერსა და გამართლებულს უწოდებს".
მასალის გამოყენების პირობები