დღეს, პარლამენტი უკრაინასთან დაკავშირებით კიდევ ერთ დადგენილებას მიიღებს. აღნიშნული გადაწყვეტილება დეპუტატებმა ბიუროს გუშინდელ სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება.
ფრაქცია "ქართული ოცნება - რესპუბლიკელების" თავმჯდომარემ, დავით ბერძენიშვილმა ბიუროს გუშინდელ სხდომაზე დეპუტატებს შესთავაზა, რომ პარლამენტმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება პლენარული სხდომის ფორმატში მიიღოს, რომელიც ხვალ გაიმართება.
ბიურომ მხარი დაუჭირა აღნიშნული საკითხის დღევანდელი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანას.