5 მარტს, 10:00 საათზე, ქ.რუსთავში შსს-ს მომსახურების სააგენტო ახალი სანომრე ნიშნების დიზაინის პრეზენტაციას გამართავს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო 2014 წლის შემოდგომიდან სატრანსპორტო საშუალებებზე ევროსტანდარტების მიხედვით სანომრე ნიშნების ფორმისა და დიზაინის შეცვლას გეგმავს. ძველი სანომრე ნიშნების ახლით შეცვლა სავალდებულო არ იქნება. ყველა ძველი სანომრე ნიშნის მოქმედების ვადა 2030 წლამდე იქნება.
სხვადასხვა ტიპის სანომრე ნიშნების არსებული ფასი ახალ სანომრე ნიშნებზეც გავრცელდება. შსს-ს მომსახურების სააგენტო მათ, ვისაც ფასიანი სანომრე ნიშნები აქვთ აღებული, ძველ სანომრე ნიშანის იგივე ფასიან ახალ სანომრე
ნიშანში გადაცვლას დამატებითი გადასახადების გარეშე სთავაზობს.