დღეს, 5 მარტს, 19:00 საათზე, მწერალთა სახლში მწერალ ანა კორძაია სამადაშვილთან შეხვედრა გაიმართება.
საღამოს გაუძღვება მწერალი დავით გაბუნია და საუბარი ანასთან იქნება როგორც მის ბოლო რომანზე, ასევე ავტორის მთელ შემოქმედებაზე.
წელს ანა კორძაია-სამადაშვილის რომანი „ვინ მოკლა ჩაიკა" ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიტერატურული პრემიის „წლის საუკეთესო რომანი" გამარჯვებული გახდა.
ანა კორძაია სამადაშვილი ავტორია მოთხრობების კრებულისა „ბერიკაობა" , „მე, მარგარიტა", რომანის „შუშანიკის შვილები".
მისი პუბლიცისტური წერილები და მოთხრობები ქვეყნდებოდა ჟურნალ „ცხელ შოკოლადში" და გაზეთ „24 საათში". ანა კორძაია სამადაშვილი, როგორც დებიუტანტი ავტორი, ლიტერატურული პრემია საბას გამარჯვებული 2003 წელს, პრემიის დაარსებისთანავე, გახდა.
ამჟამად მწერალი ლექციებს კითხულობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.