ტელეკომპანია "იმედის" წინააღმდეგ დღეს კიდევ ერთი აქცია გაიმართა.
13 მარტს, არხის ეთერში გასული იმიტირებული "ქრონიკა" ამჟერად ახალგაზრდული მოძრაობების წარმომადგენლებმა გააპროტესტეს და აღნიშნულის გამო შესაბამისი უწყებისგან ტელეკომპანიის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოთხოვნა დააყენეს.
გარდა ამისა, ახალგაზრდებმა "იმედის" გენერალური დირექტორის გიორგი არველაძის თანამდებობრივი პასუხისმგებლობა და არხის კანონიერი მფლობელის – პატარკაციშვილების ოჯახისთვის დაუბრუნებაც მოითხოვეს.
აქცია მოძრაობის "რატომ" ორგანიზებით გაიმართა.
მასალის გამოყენების პირობები