ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი დილიდან წეროვანში იმყოფება და სტიქიის შედეგად დატბორილი ტერიტირიების გაწმენდის სამუშაოებს აკვირდება. Aამ ეტაპისთვის დატბორილი 15 მდე სახლი წყლისაგან დაცლილია, კოტეჯებთან მიმავალი გზები მოიხრეშა და დამატებითი სამუშაოები გრძელდება.
ლტოლვიოლთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი დაზარალებულ ოჯახებს კოტეჯების გარემონტებას დაპირდა: "წეროვანის დასახლებაში 2100 კოტეჯიდან დაიტბორა 15. დაზარალებული ოჯახები დროებით თავშესაფარში გადავიყვანეთ. როგორც კი დატბორილი სახლები გამოშრება, გასუფთავდება და გარემონტდება ყველა ოჯახი დაბრუნდება. აგერ ხედავთ, სამუშაოები რა ინტენსივობით მიმდინარეობს".
როგორც წეროვანში დევნილები აცხადებენ, ინდივიდუალურად პრობლემას ვერ აღმოფხვრიან და ისინი სახელმწიფო დახმარების იმედად არიან. " გვესმის რომ სტიქიის წინაშე ადამიანები უძლურები ვართ, სტიქიას ვერავის დავაბრალებთ. მთავარია, დროულად მოვიდნენ, გვეხმარებიან და ყველაფერს აკეთებენ. დაკვპირდნენ, რომ წვიმისგან დაზიანებულ კოტეჯებს გაგვირემონტებენ. ამ ეტაპზე მუშაობა გრძელდება." _ აცხადებენ დევნილები. ამ წუთებში წეროვანში პრეზიდენტს ელოდებიან, არსებულ ვითარებას პრეზიდენტი ადგილზე გაეცნობა.