საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მრჩეველთა საბჭო შეიქმნა. მინისტრ დიმიტრი შაშკინის თქმით, განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების სწორად გატარებისთვის მნიშვნელოვანია მასში საზოგადოების, ექსპერტების, პროფესიონალების ჩართულობა და ყველა რესურსის გამოყენება, რაც არსებობს ქვეყანაში.
"სწორედ ამის გამო, ორი თვის წინ შეიქმნა საზოგადოებრივი დარბაზი და ახლა იქმნება მრჩეველთა საბჭო", - განმარტა შაშკინმა.
მრჩეველთა საბჭოს აკადემიკოსი, საერთაშორისო სამართლის ექსპერტი ლევან ალექსიძე უხელმძღვანელებს.
"რეფორმების ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია ასეთი საბჭოს ჩამოყალიბება და ახლაგაზრდებისა და ღვაწლმოსილი პროფესიონალების, ორი ენერგიის და ცოდნის შერწყმა. საბჭოს დახმარებით რეფორმები გაგრძელდება გარკვეული კორექციით და უფრო დიდი სიმძლავრით რადგან დრო არ ითმენს" - განაცხადა ალექსიძემ.
საბჭო დაკომპლექტდება 10 დღეში, მასში სულ 12-13 კაცი იქნება და თვეში ერთხელ შეიკრიბება.