გადაუღებელი წვიმების გამო მდინარე მტკვარში წყლის დონემ 4 მეტრით მოიმატა.
გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მეტეოროლოგიის და პროგნოზირების ცენტრის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ მდინარეებში წყლის დონემ საშიშ ნიშნულს მიაღწია, დატბორვის საშიშროება ამ დროისთვის აღარ არსებობს.
ამასთან, მდინარეების ადიდების გამო ჰიდროელექტრო სადგურების მფლობელები იძულებულები გახდნენ კაშხლის ფარები გაეღოთ, რათა წყალსაცავებთან მდებარე ტერიტორიების დატბორვა არ მომხდარიყო.
როგორც ზაჰესის თანამშრომლები აცხადებენ, ელექტროსადგურის ფარების გაღება დღეს მოხდა. მდინარის მიერ ჩამოტანილი ნაშალისგან გაწმენდითი სამუშაოები უკვე დაიწყო.
ჰესი სრული დატვირთვით 10 დღეში ამუშავდება, თუმცა ეს ქვეყნის ელექტრო მომარაგებას საფრთხეს არ შეუქმნის.