ბათუმის მერიაში ჯანმრთელობის დაცვის კიდევ ერთი პროგრამა - ახალშობილთა აუდიოლოგიური სქრინინგი ამოქმედდა, რომელიც ყველა ახალშობილის აუდიოლოგიურ კვლევას გულისხმობს შემდგომში სხვადასხვა პათოლოგიების თავიდან აცილების მიზნით.
პროგრამა ასევე მოიცავს 1 წლამდე ასაკის ბავშვების მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზიისა და თანდაყოლილი ამოვარდნილობის ამბულატორიულ მკურნალობას, რაც სამკურნალო მასაჟს, ფიზიოთერაპიის 15-დღიან კურსსა და კალციუმის შემცველი მედიკამენტით ბენეფიციართა უზრუნველყოფას მოიცავს.
პროგრამის ბიუჯეტი 47 ათას 150 ლარს შეადგენს.