დღეს, 17 მარტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკოლოზ გილაური ბრიუსელიდან დაბრუნდება.
საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი ევროკომისრებს სიმ კალას (ევროკომისარი ტრანსპორტის საკითხებში), ანდრის პიებალგს (ევროკომისარი ევროპის განვითარების საკითხებში), გიუნტერ ოეტინგერს (ევროკომისარი ენერგეტიკის საკითხებში), კარელ დე გუჰტს (ევროკომისარი ვაჭრობის საკითხებში) და შტეფან ფულეს (ევროკომისარი ევროკავშირის გაფართოების და მეზობლობის პოლიტიკის საკითხებში) შეხვდა.
საუბარი ვაჭრობის, ტრანსპორტის და ეკონომიკის სფეროებში თანამშრომლობას, ასევე ევროპულ კავშირებთან ურთიერთობის გაღრმავებას შეეხო.
გარდა ამისა, გილაური ბელგიელმა კოლეგამ ივ ლეტერმიმ მიიღო. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის პრეზიდენტ ჰერმან ვან რომპუის და ევროპის კომისიის პრეზიდენტს ხოსე მანუელ ბაროზოს შეხვდა.