კატალონიის "ბარსელონას" მთავარ მწვრთნელს, პეპ გუარდიოლას, სურს თავის რიგებში იხილოს "აიაქსის" თავდამსხმელი, ლუის სუარესი.ზაფხულში პეპ გუარდიოლას სურდა დიეგო ფორლანისა და დავიდ ვილას ყიდვა, თუმცა არცერთი ტრანსფერი არ შედგა. როგორც ჩანს, "ბარსელონა" მაინც აპირებს თავდასხმის გაძლიერებას. ხელმძღვანელობა ეძებს ანრის შემცვლელს, ერთ-ერთი ვარიანტი კი ურუგვაელი ლუის სუარესია.
ლუის სუარესს შეუძლია, როგორც ცენტრფორვარდად, ასევე გარემარბად თამაში. ის 22 წლისაა, თუმცა მან უკვე შეძლო 70 მატჩში 50 გოლის გატანა.