ხვალ, 17 მარტს, სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი მიროსლავ ლაიჩაკი საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს მოინახულებს და პატივს მიაგებს მათ ხსოვნას. იგი ასევე დაესწრება თბილისში ქართულ-სლოვაკური ბიზნესფორუმის გახსნას.
მიროსლავ ლაიჩაკი საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრთან კობა სუბელიანთან ერთად წეროვანის დასახლებას და იქ არსებულ სასწავლო ცენტრს მოინახულებს, ასევე შეხვდება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სლოვაკ დამკვირვებლებს.