ბრიტანეთის ელჩი საქართველოში დენის კიფი "მოდელირებულ ქრონიკას" პირად შეუარაცხოფად აფასებს.
ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ ელჩის სპეციალურ განცხადებაში.
"ტელეკომპანია "იმედის" მიერ გამოყენებული სიუჟეტი, სადაც მე სრულიად სხვა კონტექსტში ვსაუბრობ, რომელიც 13 მარტის პროგრამაში ასახულ მოვლენებს არანაირად არ ეხება, მეტად დამაბნეველია, ისევე როგორც სიუჟეტის ის ადგილი, სადაც საქართველოს პრეზიდენტი და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი არარსებულ მოვლენებზე საუბრობენ.
მინდა განვმარტო, რომ არც მე და არც ბრიტანეთის მთავრობას ამ უპასუხისმგებლო პროგრამასთან, რომელმაც საქართველოს მოსახლეობაში დიდი შეშფოთება გამოიწვია არანაირი კავშირი არ გვქონია. ვთვლი, რომ "იმედის" მიერ გამოყენებული სიუჟეტი ჩემს მიმართ, როგორც ბრიტანეთის ელჩის მიმართ საქართველოში, უპატივცემულობაა. აღნიშნული მედიის თვალსაზრისით საქართველოს რეპუტაციაზე ცუდად აისახება", - ნათქვამია ბრიტანეთის ელჩის განცხადებაში.
ამასთან, დენის კიფი ტელეკომპანიისგან მოითხოვს, რომ ინფორმაცია სწრაფად გააჟღერებს ეთერში, რომ იგი სიუჟეტის შესახებ ინფორმირებული არ ყოფილა და იგი მისი თანხმობის გარეშე გამოიყენეს.