"იმედის" ეთერში გასულ "მოდელირებული ქრონიკის" გამოშვებასთან დაკავშირებით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირის მონიტორები 13 მარტს, აღნიშნული გადაცემის ეთერში გასვლის დროს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტოტიებზე იმყოფებოდნენ. მათი თქმით მიუხედავად იმისა, რომ 2008 წლის შემდეგ ამ რეგიონებში სტუაცია საგრძნობლად დასტაბილურდა, დამკვირვებლებმა მოსახლეობაში შეშფოთების და პანიკის ფაქტები მაინც შენიშნეს.
ევროკავშირი შეახსენებს ყველა მხარეს, რომ პრობლემისადმი უპასუხისმგებლო დამოკიდებულებამ და არაადეკვატურმა ნაბიჯებმა შესაძლოა რეგიონში დესტაბილიზაცია გამოიწვიოს. ევროკავშირის მისიის განცხადებით, აუცილებელია, რომ ყველამ სრულად გაიზროს ის შედეგები, რომელიც შესაძლოა მომავალში მათ ნაბიჯებს მოყვეს.