"ლეიბორისტები" ხელისუფლებას მომავალი არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ "ლეიბორისტული პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა კახა ძაგანიამ დღეს, პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
"ლეიბორისტები" ამტკიცებენ, რომ მთავრობის წარმომადგენლები წინასწარ გეგმავენ, თუ როგორ უნდა გააყალბონ ადგილობრივი და მერის არჩევნები.
"მინდა ვურჩიო მიხეილ სააკაშვილს, თავი დაანებოს სცენარების წერასა და შემდეგ ამ სცენარებზე ფილმების გადაღებას, რომელიც შოკში აგდებს საქართველოს მოსახლეობას. ვინაიდან თბილისში სრულიად გაყალბდება, როგორც ადგილობრივი, ასევე მერის არჩევნები", - განაცხადა კახა ძაგანიამ.
"ლეიბორისტები" არჩევნების გაყალბების თემით დაინტერესებას პროკურატურასაც ურჩევენ.