კიევში მიმდინარე დაპირისპირების დროს დაღუპული სამართალდამცავების რაოდენობამ ამ დროისათვის 16 ადამიანს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ უკრანის შს სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სამართალდამცავი ორგანოების 130 თანამშრომელი ამჟამად სამედიცინო დაწესებულებებში იმყოფება. ყვეა მათგანს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.
სულ 18 თებერვლიდან სამედიცინო დაწესებულებას 565 ძალოვანმა მიმართა. საერთო მდგომარეობით ჰოსპიტალიზებულია 410 ძალოვანი.
შეგახსნებთ, რომ უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილ მომიტინგეთა რაოდენობა ამ დროისათის 77 ადამიანს უდრის.