ძლიერი წვიმის შედეგად სოლოლაკში, ამაღლების ქუჩაზე, ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა.
ნგრევას სახლის ბინადრებიც შეესწრნენ, მათი თქმით შენობა ავარიულ მდგომარეობაში იყო და ძლიერ წვიმებს ვეღარ გაუძლო.
ადგილზე უკვე იმყოფებოდა თბილისის ვიცე-მერი მაუკა ახვლედიანი. ვიცე-მერმა დაზარალებულებს დახმარება აღუთქვა.
შემთხვევის ადგილზე აღდგენითი სამუშაო უკვე დაწყებულია.