შავი ზღვის ფონდის ქვეყნების კოალიციამ "ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს" პრევენციისთვის" პირველი საკოორდინაციო შეხვედრა გამართა.
შეხვერდის შემდეგ კოალიციის წარმომადგენლებმა პრესკონფერენცია გამართეს, სადაც ქართულ საზოგადეობას სამომავლო გეგმების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და ხელი მოაწერეს პეტიციას რომელიც მოუწოდებს ევროპარალმენტს, ევროკომისიას და ყველა ქვეყნის მთავრობას ერთობლივი მუშაობისკენ.
პრესკონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პირველმა ლედიმ სანდრა რულოვსმა, პარლამენტის ვიცე სპიკერებმა გიგი წერეთელმა და რუსუდან კერვალიშვილმა, ასევე გაეროს მოსახლოების ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში და ასევე საშვილოსნოს ყელის კიბოს ევროპის ასოციაციის გენ დირექტორმა ფილიპ დევისმა.
შეგახსენებთ, რომ ამ ასოციაციის პრეზიდენტად თებერვალში სანდრა რულოვსი დაინიშნა.
"ერთიანი რეგიონლი მიდგომით მეტს მივაღწევთ. ერთად შევიძენთ წამლებს, ძვირადღირებულ აღჭურვილობას, გადავიღებთ კლიპებს, დავბეჭდავთ ბროშურებს, ასევე დაგეგმილია ექიმთა გადამზადებაც" - განაცხადა რულოვსმა.
17 მარტს კოალიციას შეხვედრები ექნება სადაზღვევო კომპანიებთან. ეს შეხვედრა სადაზღვევო თემებში ონკოლოგიური პრევენციის სერვისების ხარჯთ ეფექტურობას და სადაზღვევო კომპანიებისთვის სარგებლიანობის საკითხებს მიძღვნება. კოალიცია შავი ზღვის აუზის და სამხრეთ კავკასიის რეიგონის ქვეყნებს აერთიანებს. პირველი ლედის თქმით, "კოალიაციაში გაერთიანებულია ევროკავშირის წევრი ქვეყნები ბულგარეთი, რუმინეთი და თურქეთი ამიტომ ამ ქვყენების მუშაობაის სტილი მაგალითია ჩვენთვის. რაც იმასთან კარგად მუშაობს ჩვენთანაც დაინერგება.
ფილიპ დევისი აცხადებს, რომ კოალიცია ხელს შეუწყობის პოზიციური გამოცდილების გაზიარებას". კოალიცია შეხვედრებს გამართავს სხვა ქვეყნებშიც.