დღეს, აფხაზეთის ომის მონაწილეები გმირთა მოედანზე შეიკრიბნენ. შეგახსენებთ, რომ აფხაზეთში 1993 წლის 15-16 მარტის სოხუმზე აფხაზი სეპარატისტების და რუსეთის ფედერაციის საჯარისო შენაერთების მხრიდან პირველი მასშტაბური შეტევა ქართველმა ჯარისკაცებმა წარმატებით მოიგერიეს გმირთა მოედანზე ომის მონაწილეები სწორედ ამ ფაქტს იხსენებდნენ.
აფხაზეთის ომის ვეტერანებმა საქართვეოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლების მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
დაღუპულთა ხსოვნას პატივი "ალიანსი საქართველოსთვის" ლიდერმა, ირაკლი ალასანიამაც მიაგო.
"დღევანდელი დღე არის დღე, როდესაც ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი შემოტევა სოხუმზე უკუგდებულ იქნა ჩვენი მეომრების მიერ. მოწინააღმდეგმ ძალიან დიდი ძალა გამოიყენა იმისათვის, რომ სოხუმი აეღო, თუმცა ეს არ გამოუვიდათ, რადგან ჩვენმა მებრძოლები თავგანწირვით შეეგებნენ ამ შეტევას", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა გმირთა მოედანზე საქართველობის ერთიანობისთვის დაღუპულ მეომრების სულის მოსახსენიებელ პანაშვიდი გადაიხდია.
მასალის გამოყენების პირობები