ინსტიტუტსკის ქუჩაზე აღმოჩენილი ორი ქალისა და მამაკაცის ცხედრებიდან ერთ-ერთს, მამაკაცს, ორი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა აღმოუჩინეს.
ერთი მოწმობა, უკრაინული მედიის ინფორმაციით, გაცემულია ნიკოლაი ნიკიტინის სახელზე, ხოლო მეორე საქართველოს მოქალაქის სახელად ზურაბ ხუციას სახელზე. დაბადების თარიღები და ფოტო ორივე დოკუმენტში იდენტურია. ორივეგან მითითებულია, რომ გარდაცვლილი 1960 წლის 29 ივლისაა დაბადებული. ადგილზე პეჩორის რაიონული მილიციის შესაბამისი განყოფილება მუშაობს.
მეორე გარდაცვლი ქალი, აღმოჩენილი დოკუმენტების მიხედვით ანტონინა დვორიანეცია.