ევროკავშირი უკრაინას მოუწოდებს დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს დიალოგს უმაღლესი რადას კედლებში. განცხადება ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმოამდგენელმა ქეტრინ ეშტონმა გააკეთა.
„ღრმად შეშფოთებული ვარ კიევში მდგომარეობის ესკალაციით და მსხვრპლის შესახებ ინფორმაციის გავრცელებით. ვგმობ ძალადობის ნებისმიერ გამოვლენას.",_ განაცხადა ეშტონმა და უკრაინის ხელისუფლება კიდევ ერთხელ მოუწოდა აღმოფხვრას კრიზისის საფუძველი.
„პოლიტიკური გადაწყვეტილებები პარლამენტში უნდა იქნეს მიღბული და უკრაინა სასწრაფოდ უნდა დაუბრუნდეს საპარლამენტო პროცესს. პოლიტიკურმა ლიდერებმა ახლა უკვე პასუხისმგებლობა ერთად უნდა აიღონ", - აცხადებს ეშტონი და აღნიშნავს, რომ უკრაინის კრიზისიდან გამოყვანის გადაწყვეტილება თავის თავში უნდა მოიცავდეს ახალი კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებას, საკონკსტიტუციო რეფორმების ჩატარებაში პროგრესს და გამჭვირვალე და დემოკრატიული საპრეზიდენტო არჩევნებისათვის მზადებას.
ეშტონი ასევე აცხადებს, რომ ევროკავშირი მზადაა ამ პროცესში უკრაინას დაეხმაროს.