უკრაინული მედია წერს, რომ ინსტიტუტსკაიას ქუჩაზე კიდევ ორი ცხედარი დევს. ეს ქალისა და მამაკაცის ცხედრებია. გარეგნული დათვალიერებით მათი ასაკი დაახლოებით 60 წელია.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიდევ ერთი გარდაცვლილის ცხედარი, რომელსაც თავი არ ჰქონდა უკრაინის უმაღლეს რადასთან ჩაატარეს.
ინსტიტუტსკაიას ქუჩის კუთხის მიმართულებით 50 „ბერკუტელი" დაიძრა. ისინი ავტომატებით არიან შეიარაღებულნი.
ამავე დროს სახალხო დეპუტატი ლესია ორობეცი აცხადებს, რომ ოფიცერთა სახლში კიდევ სამი დაღუპული მომიტინგის ცხედარია.