მაიდანზე სადაც ამჟამად ოპოზიციის ლიდერები სიტყვით გამოდიან და უკრაინელებს მაიდანზე მისვლისკენ მიუწოდებენ 20 ათასი ადამიანია შეკრებილი.
„მაიდანს კი არ ვიცავთ ახლა ჩვენ აქ - ჩვენ უკრაინას ვიცავთ და ჩვენი საქმე სამართლიანია, ჩვენთან ღმერთია ჩვენთან სიმართლეა. თუ თქვენ მაიდანზე არ მოხვალთ დღეს ხვალ ისინი თქვენ მოგაკითხავენ. ჩვენ არ გვინდა ვიყოთ მონები ჩვენ გვინდა ვიყოთ თავისუფალი ხალხი, ამიტომაც ყველა თქვენ, ვინც ახლა ტელევიზორებთან სხედხართ მოდით აქ ვინაიდან აქ თქვენი შვილებისა და შვილიშვილების ბედი წყდება", _ აცხადებენ ოპოზიციის ლიდერები მაიდანის სცენიდან.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, მაიდანთან ახლოს შშ სამინისტროსა და „ბერკუტის" კორდონები დგას. აქციის მონაწილეებმა მაიდანს ეკლიანი მავთულიც კი შემოავლეს.
ინსტიტუსტკაიას ქუჩის შესასვლელს დაახლოებით ორი ათასი მომიტინგე აკავებს.
მასალის გამოყენების პირობები