სიტყვა, რომელიც უკრაინის ოპოზიციის ლიდერმა ვიტალი კლიჩკომ რამდენიმე წუთის წინ მაიდანზე წარმოთქვა:
მივმართავ ყველას იყავით აქ და არ დატოვოთ მაიდანის ტერიტორია. უნდა შევაჩეროთ ის რაც ქალაქში ხდება! უნდა შევაჩეროთ სისხლისღრა! მივმართავ ქალებსა და ბავშვებს დატოვეთ მაინდანის ტეროტირია რადგანაც არ არის გამორიცხული რომ ხელისუფლებამ ძალაოდოვბრივ სცენარს მიმართოს.
ჩვენ აქ ვართ, არ გავიდეთ მაიდანის ფარგლებს გარეთ, მხარდამხარ ვდგეvართ აქ და უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ დამატებითი მსხვერპლი და შევაჩეროთ სისხისღვრა.
მივმართავ პრეზიდენტ იანუკოვიჩს და ძალოვნებს არ გამოიყენონ ძალა ხალხის წინააღმდეგ. შეწყვიტონ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმმდეგ ძალის გამოყენება.
ჩვენ დღეს უმაღლეს რადაში ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ მშვიდობიანად მოგვარებულიყო ყველაფერი, მაგრამ ისევე როგორვ ყოველთვის ჩვენი ხმა გაგონილ არ იქნა.
არის დასტური იმისა, რომ ხვალ დილით დაიწყება მოლაპარაკებები, მაგრამ მწარე გამოცდილებით ჩვენ ვიცით, რომ ეს მოლაპარაკებები არ მიდის თავის ლოგიკურ დასასრულამდე. ამის მიუხედავად ჩვენ ხელიდან არ გავუშვებთ საშულებას იმისა, რომ სისხლისღვრის გარეშე დავასრულოთ ეს პროცესი.
ამიტომ მოგმართავთ ყველას, იყავით ძალიან დიდი ყურადღებით, ჩვენ აქ მხარდამხარ ვართ და ვგდევართ მაიდანზე და არავის მივცემთ საშუალებას ძალადობრივად დაშალოს ის.
მივმართავ ყველა კიეველს, ჩვენი ქვეყნის მომავალი ჩვენი ქალაქია და ჩვენ უნდა დავიცვათ ის.
კიდევ ერთხელ ხაზგასმით ავღნიშნავ, რომ ეს მშვიდობიანი დემონსტრაციაა.
კიდევ ერთხელ მივმართავ „ბერკუტს", შს სამინისტროს და ძალოვანებს არ გააკეთოთ ეს - არა! შეწყდეს სისხლისღვრა - ეს ახლა მთავარი ამოცანაა.
გაუმარჯოს ახალ უკრაინას დემოკრატიულს და თავისუფალს!
მასალის გამოყენების პირობები