საქალაქო საავტომობილო ინსპექციის მიერ მიღებული ზომების გამო ქალაქ კიევში მოხვედრა ავტოსატრანსპორტო საშუალებებით შეიზღუდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ქალაქში მოხვედრა პრაქტიკულად ყველა მიმართულებიდან თითქმის შეუძლებელია.
დახურულია ასევე ყველა მეტროსადგური. მეტროპოლიტენის პრესსამსახურში არ აკონკტერებენ თუ როდის დაიყებს მეტროპოლიტენი მუშაობას.
შეგახსნებთ, რომ უკრაინის შს სამინისტრომ და უშიშროების საბჭომ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და ოპოზიციას არეულობების შეწყვეტა მოუწოდეს, წინაღმდეგ შემთხვევაში „წესრიგის დამყარებით" დაიმუქრნენ.