ევროპარლამენტის პრეზიდენტი შოკირებულია კიევიდან დაღუპული აქტივისტების შესახებ ინფორმაციის გავრცელების გამო. . მარტინ შულცი „ტვიტერში" თავის გვერდზე წერს, რომ ძალადობა არ არის კრიზისის დარეგულირების საშუალება.
ევროპარლამენტის პრეზიდენტი კონფლიქტის ყველა მონაწილე მხარეს თავშეკავებულობის გამოჩენისა და დიალოგისკენ მოუწოდებს.
„შოკირებული და დანაღვლიანებული ვარ უკრაინაში საპროტესტო აქციის მონაწილეების მკვლელობის ამბის გავრცელების გამო. მოვუწოდებ თავშეკავებულობისა და დიალოგისაკენ",_ წერს ევროდეპუტატი.