ლვოვსა და ტერნოპოლში კიევში წასასვლელად საყოველთაო მობილიზაცია გამოცხადდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ტერნოპოლის ნაციონალური წინააღმდეგობის შტაბმა გამოაცხადა, რომ კიევში წამსვლელებმა თან უნდა იქონიონ თბილი ტანსაცმელი და თავდაცვის საშუალებები.
ორივე ქალაქიდან კიევის მიმართულებით ავტოკოლონები გამოვლენ. მოხალისეთა ჩაწერა დილიდან მიმდინარეობს.