გუშინ ღამით, თბილისში, ძლიერი წვიმის შედეგად დევნილთა საცხოვრებელი სახლები დაზიანდა. ბაგების სტუდქალაქში ასევე თემქაზე მცხოვრებმა დვნილებმა ღამე ნათესავებღან გაათენეს.
წვიმა სტუდქალაქში მდებარე დევნილთა საცხოვრებელ სახლებში სახურავიდან ჩავიდა და ბინები თითქმის მთლიანად დატბორა.
შეგასენებთ, რომ აღნიშნულ სახლებს რამდენიმე დღის წინ ამოვარდნილმა ქარიშხალმა სახურავები გადახადა.
დაზარალებულები მერიისგან დახმარებას ითხოვენ.
მთელი ღამის განმავლობაში სამაშველო სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ.
მასალის გამოყენების პირობები