სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი ლატვიის მიერ სახელმძღვანელოებში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად შეტანის ფაქტში საგანგაშოს ვერაფერს ვერ ხედავს. განცხადება ამის შესახებ პაატა ზაქარეიშვილმა დღეს თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
მისი თქმით საქართველომ ეს ფაქტი თავისთვის სასარგებლოდ შეიძლება გამოიყენოს.
„არ მიმაჩნია ეს ყველაზე საშინელებად, თუმცა საშინელებაა. თქვენ როგორ გგონიათ საქართველოში რამდენი ისტორიის სახელმძღვანელო გამოდის. ეს ერთ ერთი სახელმძღვანელოა, არ არის კარგი.
ჩვენ გვაქვს საშუალება კიდევ ერთხელ დაველაპარაკოთ ლატვიას და ვუთხრათ რა ხდება. ასეთი შეცდომები გამოსწორდება სულ მალე. მოუგვარებელი კონფლიქტები ქმნიან უამრავ მიზიდულობის ძალებს. ასეთი მოვლენები ბუნებრივია კონფლიქტების გარშემო, ეს აღიარებასთან შედარებით წვრილმანია, რომელიც მოგვარებადია",- განაცხადა ზაქარეიშვილმა.
მისივე თქმით, აქ საკმარისია რეაგირება მოახდინონ ფირმა იქნება თუ რაც იქნება.
,,ეს წვრილმანი გვაძლევს საშუალებას ერთი ათად ავწიოთ ჩვენი პრობლემები, რათა ჩვენი მეგობარი სახელმწიფოები დაუკვირდნენ რამდენად სახიფათო თემაა ეს და შესაბამისად მეტი ყურადღებაა საჭირო- განაცხადა ზაქარეიშვილმა და აღნიშნა, რომ ის მადლობას ნამდვილად ვერ გადაუხდის მას, ვინც ეს დაბეჭდა, მაგრამ ამით საქართველო ხელახლა ადგენს მსოფლიოში თუ რა არის აფხაზეთი, რა არის სამხრეთ ოსეთი, სად არიან ისინი და როგორ უნდა იქცეოდეს ესა თუ ის სახელმწიფო.