ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეები საქართველოს დღეს ეწვევიან.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში თბილისს ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს სპეციალური წარმომადგენელი ეწვევა, რომლებიც შეხვედრებს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართავენ. ასევე დაგეგმილია მათი სოხუმში და ცხინვალში ვიზიტიც.
მათივე ინფორმაციით, ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები პიერ მორელი, მურატ ნურგალიევი და გაეროს ახლად დანიშნული სპეციალური წარმომადგენელი საქართველში ანტე ტურენინი ჟენევის მოლაპარაკებათა მე-10 რაუნდისთვის მხარეებთან საკითხებს შეთანხმებენ.
წინასწარი ინფორმაციით, ჟენევაში ქართული მხარე სხვა საკითხებთან ერთად ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვითარების გაურესების და დეოკუპაციის საკითხების კვლავ დააყენებს.
შეგახსენებთ, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მე-10 რაუნდი, ჟენევაშ 30 მარტს გაიმართება.